მოსახლეობის აღწერა დაბეგვრისა და სამხედრო სამსახურისთვის. უძველესი ცივილიზაციები, როგორიც იყვნენ რომაელები, ატარებდნენ მოსახლეობის აღწერას. მოსახლეობის აღწერის დროს ჩვეულებრივ იწერება ყველა პირის პირადი მონაცემები საცხოვრებლის ნებისმიერ ადგილას და მიეთითება ასაკი, სქესი, საქმიანობა, ეროვნება, ენა, ოჯახური მდგომარეობა, შემოსავალი და კავშირი ოჯახის უფროსთან, საცხოვრებელ ადგილთან ერთად. შეიძლება იყოს ჩართული ბევრი სხვა ინფორმაცია მაგ: განათლების დონე (ან განათლება), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, როგორიცაა მუდმივი უუნარობა. დე ფაქტო აღწერა განისაზღვრება მდებარეობის მიხედვით აღწერის პერიოდში ანუ რეალური მოსახლეობა აღწერის რაიონში აღწერის დღეს; ასევე ცნობილია როგორც „ნაღდი მოსახლეობა“ ან „აღწერილი მოსახლეობა“. ფორმალური აღწერა მოიცავს ადამიანებს მათი მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით აღწერის პერიოდში, ანუ ყველა მუდმივი მაცხოვრებელი, რომლებიც ცხოვრობენ აღწერის რაიონში; აგრეთვე ცნობილია „მუდმივი“ მოსახლეობის სახით. იხ. აღწერათა შორის პერიოდი, მოსახლეობის აღწერა, რეტიკულაცია.
იხილეთ ასევე: აღწერათა შორის პერიოდი, მოსახლეობის აღწერა, რეტიკულაცია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.