ინგლისელი იურისტი, რომელსაც სთხოვეს გამოეკვლია დიდი ქალაქების მაცხოვრებელთა ჯანმრთელობა მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. თავის მოხსენების — „დიდი ბრიტანეთის მშრომელი მოსახლეობის სანიტარული მდგომარეობა“ - საფუძველზე მიღებულ იქნა ახალი კანონი ღარიბთა შესახებ 1934 წელს, რომელიც გამოიცა ღარიბებისთვის, რომლებიც სამედიცინო დახმარებას მიიღებდნენ სამუშაო ადგილზე და არა სამრევლოებში, რაიონებში. ძალაუფლების მქონე კლასებმა გააუქმეს ძველი კანონი ღარიბთა შესახებ, რისი წყალობითაც ღარიბები იძულებულნი იყვნენ ჩამოსულიყვნენ ქალაქებში ქარხნებში სამუშაოდ და იქვე დარჩენილიყვნენ. ეს მეტად მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილება იყო. ეს იყო ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოძრაობის მთავარი ძალა. მოგვიანებით ამან განაპირობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტის მიღება ინგლისში 1948 წელს. ჩედვიკი აღიარებულია თანამედროვე ჯანდაცვის პიონერად.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.