| ქართ. | შაგას დაავადება (ამერიკული ტრიპანოსომიაზი) |
ინფექცია, რომელსაც იწვევს პარაზიტი Trypanosoma cruzi და მათი გავრცელება ხდება რედუვიიდ ხოჭოების მეშვეობით ან „მკოცნავი ხოჭოების“ მიერ, რომლებიც ცხოვრობენ არასტანდარტული სახლების ნახეთქებსა და ხვრელებში. მწერები ინფიცირდებიან შაგას დაავადების მქონე ცხოველის ან დაავადებული პირის კბენის შემდეგ. ინფექცია ვრცელდება ადამიანებზე, როცა დაინფიცირებული ხოჭო ადამიანის კანზე გამოყოფს განავალს, ჩვეულებრივ ღამით, როცა ადამიანს სძინავს. ადამიანი შემთხვევით შეიზილავს ამ მასას ნაკბენის ჭრილობაში, თვალებში ან პირის ღრუში. ცხოველები ინფიცირდებიან ერთნაირად, აგრეთვე შესაძლებელია შეიძინოს დაავადება დაინფიცირებული ხოჭოს შეჭმის შედეგად. ის აგრეთვე შესაძლებელია გავრცელდეს დაინფიცირებული ფეკალიების თვალებთან, პირის ღრუსთან ან ღია ჭრილობებთან შეხებისას დაინფიცირებული დედებიდან შვილებზე მშობიარობის დროს ან ძუძუთი კვების დროს, სისხლის გადასხმით ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის გზით, „მკოცნავი ხოჭების“ ფეკალიებით დაბინძურებული უმი საკვების მიღებისას. არსებობს სამი სტადია: მწვავე: ხასიათდება რომანას ნიშნით ანუ სახის ერთ მხარეს თვალის გასიებით, ჩვეულებრივ ნაკბენ ჭრილობასთან ან სადაც ფეკალიები მოხვდება თვალში. შესაძლებელია გამოვლინდეს დაღლილობა, სიცხე, გადიდებული ღვიძლი ან ელენთა, და გადიდებული ლიმფური კვანძები. ზოგჯერ ვლინდება გამონაყარი, მადის დაკარგვა, ფაღარათი და ღებინება ვლინდება. ზოგადად, სიმპტომები გრძელდება 4-8 კვირა, ხოლო შემდეგ გაივლის მკურნალობის გარეშეც კი. განუსაზღვრელი: დაინფიცირებიდან 8-10 კვირის შემდეგ იწყება განუსაზღვრელი სტადია. ამ სტადიის განმავლობაში ადამიანებს სიმპტომები არ აქვთ. ქრონიკული: დაინფიცირებიდან 10-20 წლის განმავლობაში ადამიანებს შესაძლებელია განუვითარდეთ შაგას დაავადების ყველაზე სერიოზული სიმპტომები. გულის პრობლემები, მათ შორის გულის გადიდება, გულის შეცვლილი რითმი, გულის უკმარისობა ან გულის გაჩერება არის ქრონიკული დაავადების სიმპტომები. შაგას დაავადებამ აგრეთვე შესაძლებელია გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილების გადიდება, რაც იწვევს მძიმე შეკრულობას ან ყლაპვის პრობლემებს. ადამიანებში, რომლებსაც დაზიანებული აქვთ იმუნური სისტემა, მათ შორის აივ/შიდსი, შაგას დაავადება შესაძლებელია იყოს მძიმე. ყველას არ განუვითარდება შაგას დაავადების ქრონიკული სიმპტომები. არ არსებობს არც ვაქვცინა არც რეკომენდირებული რაიმე პრეპარატი. შაგას დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები ჩვეულებრივ ეფექტურია ინფექციის მწვავე სტადიაზე. თუ დაავადება პროგრესირდა გვიან სტადიებში, არცერთი პრეპარატი არ არის ეფექტური. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ არ დაიძინებენ ჩალის, ფარდულში ან გამოუმწვარი აგურის სახლებში. ასეთ შენობებში დაძინების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ ინსექტიციდები მწერების დასახოცად და გავრცელების რისკის შესამცირებლად. აგრეთვე უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სისხლის მარაგი ყოველთვის არ არის შემოწმებული შაგას დაავადებაზე და სისხლის გადასხმა შესაძლებელია გახდეს დაინფიცირების რისკი (Kirchoff 1996, Hagar et al 1995, Herwaldt & Juranek 1993).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.