Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
DA DE DI DR Di Dr Dy

Decision analysis

 
ქართ.გადაწყვეტილების ანალიზი
იწარმოება ოპერაციათა კვლევებისა და თამაშის თეორიით. იგი მოიცავს ყველა შესაძლო არჩევანსა და თითოეულ პოტენციურ შედეგს იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც მიღებულ უნდა იქნას პაციენტზე ზრუნვის ასპექტების გათვალისწინებით. აღნიშნული პროცესი მოიცავს დიაგნოსტიკურ პროცედურებს, თერაპიულ რეჟიმებს და პროგნოზირებად მოლოდინებს.  თითოეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრისას ეპიდემიოლოგიური ბაზა დიდ როლს თამაშობს. არჩევანთა სქემა შესაძლოა აიგოს გადაწყვეტილებათა ხის თითოეულ ტოტზე ან გადაწყვეტილებათა კვანძზე, რომელზეც ასახული იქნება ყოველი სავარაუდო მოსალოდნელი შედეგი. ამგვარად, გადაწყვეტილებათა ხე წარმოაჩენს ასარჩევ საშუალებებს, რომელიც გამოსაყენებელია პაციენტთა ზრუნვისას და ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრისთვის ან პაციენტზე ზრუნვაზე სტრატეგიის დასახვისას. თითოეული გადაწყვეტილების მსაგვსი მნიშვნელობა სასურველია  ასევე განხილული იყოს, როგორც სასარგებლო ან სიცოცხლის ხარისხი, მაგ. ალბათობა სიცოცხლის ხანგრძლივობისა ან ალბათობა შეზღუდული შესაძლებლობებისგან თავისუფლებისა, რომელიც ხშირად გამოითქმის როგორც QALY (Pauker & Kassirer 1987).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12