| ქართ. | ჩინური რესტორნის სინდრომი |
დაავადება, რომელიც ვლინდება მონონატრიუმ გლუტამატის მიმართ მგრძნობიარე პირების მიერ ჩინურ რესტორნებში პოპულარული სანელებლების მიღების შედეგად. დაავადება ტიპიურად იწყება მიღებიდან 20-30 წუთის შემდეგ და შესაძლებელია მოიცავდეს სიმხურვალის ან წვის შეგრძნებას კისერში და სახეზე, ოფლიანობას, სიმძიმის შეგრძნებას გულისწინარე არეში, პალპიტაციას, თავის ტკივილს და ცრემლდენას.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.