არის მეთოდი შეთანხმების მიღწევისა დარგის ექსპერტებს შორის,როდესაც არის შეუთავსებლობის ემპირიული ნიშნები ან მცირედი თავსებადობა. აღნიშნული ტექნიკა პროგნოზირებს გარემოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და ჯანდაცვის კომპონენტებს. თავად მიდგომას გააჩნია რიგი ვარიაციებისა, მაგრამ ძირითადად მოიცავს სხვადასხვა ტიპის კითხვარებსა თუ უკუკავშირის(feedback) ანგარიშებს, რომელიც განკუთვნილია რესპოდენტებისთვის. მკვლევარები ადგენენ პირველად კითხვარებს და უგზავნიან ფოსტის/მეილის საშუალებით პოტენციურ რესპოდენტთა ჯგუფს. რესპოდენტები დამოუკიდებლად აგებენ თავიანთ იდეებს პირველადი კითხვარის პასუხებში და უბრუნებენ გამომგზავნებს. უკუკავშირის ანგარისებში მოყვანილ ინფორმაციებზე დაყრდნობით რესპოდენტთა ჯგუფის წევრები აფასებენ თავიანთ პირვანდელ პასუხებს. მეორე კითხვარის პასუხებზე დაყრდნობით მკვლევარები ქმნიან მომდევნო შემაჯამებელ დოკუმენტსა და უკუკავშირის ანგარიშს რესპოდენტთა ჯგუფისთვის. აღნიშნული პროცესი ექსპერტებს უადვილებს განსჯას. იხ. (ვერ ვნახე ამის განმარტება. ალბათ ნიშნავს „ეწოდება“) ნომინალური ჯგუფის ტექნიკა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.