| ქართ. | დელუზია (ცდომილება, ცრუ რწმენა) |
ცრურწმენა (ან ცრუ დარწმუნება), რომელიც დაფუძნებულია აბსოლუტურ დარწმუნებასა და გამოუსწორებელ (განსჯის გარეშე) არგუმენტებზე ან ახსნილია პაციენტთა კულტურის კუთხით. ეს არის ცრურწმენა, დაფუძნებული გარე რეალობაზე დაკვირვებით გაკეთებულ დასკვნებზე, რომელიც კრიტიკულად მყარია მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უდავო და საპირისპირო მტკიცებულებები. რწმენა, ჩვეულებრივ არ არის ინდივიდის კულტურა ან სუბკულტურა, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღონ სხვა წევრებმა (მაგ. რელიგიური მრწამსი). როდესაც ცრურწმენისას ერთვება ღირებულის განსჯა და არგუმენტირებული მსჯელობა, იგი განხილულია, როგორც დელუზია, მხოლოდ მაშინ, როცა გონივრული განსჯა იმდენად მყარია, რომ ხდება მანამდე არსებულ ფასეულობათა უგულებელყოფა. ცრურწმენა ხასიათდება განგრძობითობით და ხანდახან შესაძლოა მისი გამოცნობა ინდივიდის ქცევით. ხშირად, ძნელია განვასხვავოთ ცრურწმენა გადამეტფასებული იდეისგან (ამ შემთხვევაში ადამიანს გააჩნია განსჯის გარეშე რწმენა ან იდეა, მაგრამ თავგამოდებით არ იცავს, როგორც ეს ცრურწმენის შემთხვევისაა). Pls. შიზოფრენია და ფსიქოზი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.