ეს არის ჯანდაცვის გავრცელების მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის (1997) შედეგი, რომლის ძირითადი ამოცანა იყო, ხელი შეეწყო ჯანდაცვის გავრცელების გაძლიერებისკენ დამატებით სწრაფვას რეგიონულ დონეზე. დეკლარაციაში წარმოდგენილია გლობალური ხედვა ჯანდაცვის გავრცელების შესახებ 21-ე საუკუნეში, რომელიც ძალიან გავს სამხრეთ აზიის სიტუაციას. დეკლარაციაში გაწერილია პრიორიტეტები: 1. გაწეულ იქნას საადვოკატო მომსახურება ჯანდაცვის განხრით სოციალურ პასუხისმგებლობაზე, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში; 2. გაიზარდოს ინვესტირება ჯანდაცვის განვითარებისთვის მულტისექტორული მიდგომით, რომლის საშუალებითაც მოხდება რეაგირება მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე; 3. ჯანდაცვისა და სოციალური განვითარებისათვის მოხდეს პატნიორობის უფრო მეტი კონსოლიდირება და გაფართოება; 4. გაიზარდოს საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ჩართულობა ჯანდაცვით ღონისძიებებში; 5. მოხდეს ინფრასტრუქტურის დაცვა (გაფრთხილება) და განვითარდეს ჯანდაცვის პოპულარიზაციის მექანიზმები;
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.