| ქართ. | დემოგრაფიული გადასვლა |
ისტორიულად, შედარებით მაღალი ნაყოფიერების და მაღალი სიკვდილიანობის სიტუაციის გრადაციული შეცვლის პროცესი, შედარებით დაბალი ნაყოფიერების და დაბალი სიკვდილიანობის პროცესზე, რაც უამრავ ქვეყანაში ფიქსირდება, ეწოდება დემოგრაფიული რევოლუცია ანუ დემოგრაფიული გადასვლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულს განსაზღვრავს შემდეგნაირად: „პროცესი, რომლის მეშვეობითაც, მრავალი წლის მანძილზე, ნაყოფიერების, სიკვდილიანობის და მიგრაციის ერთ ან მეტ მაჩვენებელში დაფიქსირებული უწყვეტი ცვლილებები მოსახლეობაში, იწვევს ცვლილებებს მოსახლეობის მახასიათებლებში და სტრუქტურაში“. დემოგრაფიული გადასვლა, ეს არის ცვლილება საზოგადოებაში შედარებით მაღალი ნაყოფიერების და მაღალი სიკვდილიანობის სიტუაციიდან, შედარებით დაბალი ნაყოფიერების და დაბალი სიკვდილიანობის სიტუაციაზე, რაც შედეგად გვაძლევს მოხუცი (ასაკოვანი) ხალხის დაბალიდან უფრო მაღალ პროპორციას და მოსახლეობის საერთო მოცულობის ზრდას (ბოულინგი, 2001).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.