Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
DA DE DI DR Di Dr Dy

Dengue fever and Dengue hemorrhagic fever (DHF)

 
ქართ.დენგეს ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება (DHF)
წარმოადგენს მწვავე ცხელებას, რომელსაც იწვევს ოთხი ანტიგენურად დაკავშირებული, მაგრამ ცალკეული დენგეს ვირუსის სეროტიპი (DEN 1, 2, 3 და 4), გადადის ინფიცირებული კოღო Aedes Aegypti-ს მეშვეობით. დაავადება გამოვლინდება უეცარი მაღალი სიცხით, მწვავე თავისტკივილით და თვალის გუგების უკანა არეს ტკივილით, ასევე კუნთების და სახსრების ტკივილით; ამგვარად, დაავადებას ასევე უწოდებენ „ძვლებში მტვრევის ცხელებას“ . ხანდახან, საწყის ეტაპზე, სხეულზე შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი. დაავადება გრძელდება 6-7 დღე. ლაბორატორიული კრიტერიუმი მოიცავს: ა) დენგეს ვირუსის იზოლაცია შრატში ან აუტოფსია; ბ) მომატებული IgG ან IgMანტისხეულების ტიტრები, გ) დენგეს ანტიგენის გამოვლენა იმუნობიოქიმიის, იმუნოფლუროცენციის მეშვეობით, დ) ELISA, ე) PCR, ვ) ლეიკოპენია და ზ) თრომბოციტოპენია. დაავადების სამკურნალოდ კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს. ავადმყოფს მკურნალობენ სიმპტომატურად. დენგეს ცხელების შემთხვევაში არასოდეს გამოიყენოთ ანტიპიურეტიკები - სალიცილატები (მაგ. ასპირინი), რადგან აღნიშნული მოქმედებს, როგორც ანტითრომბოციტული საშუალება, რაც ზრდის სისხლდენის ტენდენციას. პარაცეტამოლის მიცემა საფრთხის შემცველი არ არის. უნდა შენარჩუნდეს სითხის და ელექტროლიტის ბალანსი. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა თრომბოციტები, პლაზმა ან სისხლი (მთლიანი). კოღოების საკონტროლო გარემო მანიპულაციები აუცილებელია სანიტარული პირობების გაუმჯობესებისთვის (GOI 2001, RSF 1996).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12