ბერძნული სიტყვაა, epi ნიშნავს ზემოს, demos- ნიშნავს პოპულაციას და logy ნიშნავს კვლევას. შესაბამისად, ეპიდემიოლოგია არის ფაქტების შესწავლა, რომელიც განსაზღვრავს პოპულაციაზე მოქმედი დაავადებების გავრცელებას. ეპიდემიოლოგია არის კვლევა, რომელიც მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოვლენების დეტერმინატებს და დისტრიბუციას შეისწავლის და აკონტროლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კოლინსის ინგლისური ბიბლიოთეკა განმარტავს, როგორც „სამედიცინო მეცნიერების იმ დარგს, რომელსაც აინტერესებს ეპიდემიოლოგიური დაავადებების შემთხვევები, გავრცელება და კონტროლი. ეპიდემიოლოგია არის ადამიანის პოპულაციაში ჯანმრთელობის კვლევა. მისი ფუნქციებია: 1. აღმოაჩინოს ჯანმრთელობაზე მოქმედი აგენტი, მასპინძელი და გარემო, რომ გვქონდეს მეცნიერული საფუძველი დაავადების პრევენციისთვის; 2. განსაზღვროს მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზები, უუნარობის და სიკვდილის იმისათვის, რომ გვქონდეს პრიორიტეტები ძებნისთვის და მოქმედებისთვის; 3. აღმოაჩინოს პოპულაციის ის ნაწილი, რომელიც რომელიმე დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არის; 4. შეაფასოს ეფექტურობა ჯანმრთელობის პროგრამების და სერვისების განვითარების პოპულაციაში.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.