Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
EC EF EG EN EP EQ ER ES ET EU EV EX EY En

Escherichia coli.015:H7

 
ქართ.ნაწლავური ჩხირი
ეს არის საკვებით გადამდები დაავადება, რომელიც იწვევს სისხლიან დიარეას და თირკმლის უკმარისობას. ადამიანის დაინფიცირება ხდებადაუმუშავებული ძროხის ხორციდან, დაუმუშავებელი რძიდან ან კანალიზაციით დაბინძურებული წყლიდან. ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც ხდება ასევე ოჯახებსა და ბავშვთა მოვლის ცენტრებში . ორგანიზმები ცოცხლობენ ჯანმრთელი წვრილფეხა საქონლის ნაწლავებში. პაციენტი თავისით გამოჯანმრთელდება ანტიბიოტიკების და რამე სხვა სეპეციფიური მკურნალობის გარეშე. ანტიბიოტიკების დადებითი ეფექტი დაავადების წინააღმდეგ დადასტურებული არ არის, მეტიც, ზოგ შემთხვევაში ანტიბიოტიკებმა შეიძლება თირკმლის ფუნქცია გააუარესოს. არ შეიძლება ანტიდიარეული წამლების დანიშვნა, მაგალითად, ლოპერამიდის. ჰემოლიტიკ-ურემიკ სინდრომი არის სიცოცხლისთვის საშიში გართულება , რომელიც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას საავადმყოფოში. ხშირად საჭირო ხდება სისხლის გადასხმა და დიალიზის ჩატარება. ადამიანმა შეიძლება თავიდან აირიდოს ეს ინფექცია თუ სწორად მოამზადებს ხორცს, არ დალევს არაპასტერიზებულ რძეს და ხელებს დაიბანს. რადგანაც ორგანიზმი ცხოვრობს წვრილფეხა საქონლის ნაწლავებში, იკვლევენ პრევენციულ ზომებს დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12