უთანასწორობისა და უსამართლობის შეზღუდვა და ყველასთვის მისაღები სტანდარტების მიღება. ყველა სოციალური ჯგუფის ბაზისური მინიმალური მოთხოვნებისა და სერვისების დაკმაყოფილება, თუმცა დასაშვებია, რომ ზოგიერთ სოციალურ ჯგუფს ჰქონდეს უკეთესი სამედიცინო მომსახურება, თუ ეს არ იქნება მთავრობის მხრიდან პირდაპირ ან ირიბად დაფინანსებული.„შემცირდეს უთანასწორობა და უსამართლობა და იყოს ყველასთვის მისაღები სტანდარტები“. ეს მდგომარეობა ხშირად ერევათ თანასწორუფლებიანობაში. „მდგომარეობა , როცა გაქვს თანაბარი უფლებები“. სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა ყოველთვის არ ნიშნავს ერთსა და იმავეს.უთანასწორობა შეიძლება იყოს სამართლიანი, თუ არის განსხვავება მოთხოვნილებებში, ადამიანის წვლილში, ძალისხმევასა და დამსახურებაში. თანასწორუფლებიანობა არის საკმაოდ ეფექტური მაგალითად, სიმწირესთან მიმართებაში. რესურსები რომ არ იყოს მწირი, იქნებოდა სამართლიანი, რომ ადმიანებმა იმდენი რესურსი გამოიყენონ, რამდენიც სურთ ან სჭირდებათ. მაგრამ რადგანაც არის მწირი, ამიტომ სამართლიანად უნღა განაწილდეს. ჯანდაცვაში არისტოტელეს დროდან მოყოლებული არსებობს ორი მთავარი სამართლიანობის პრინციპი, — ვერტიკალური სამართლიანობა და ჰორიზონტალური სამართლიანობა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.