| ქართ. | რელევანტურობის შეფასება |
მოქმედებები, რომლებიც განსაზღვრავენ პროგრამის საჭიროებას, ან პროგრამის მიმართულებას ადამიანის საჭიროებებზე. ასევე ცნობილია, როგორც მოთხოვნილების შეფასება. პროგრამის რელევანტურობის შესაფასებლი კითხვები: ა) რა პრობლემებს ეხება პროგრამა? ბ) რამდენად ადეკვატურია პრობლემის დეფინიცია? გ) რა დონეზე არის მოთხოვნა პრობლემასთან და კავშირბულ სერვისებზე? დ) რამდენად ზუსტია ინფორმაცია პრობლემის შესახებ? ე) რამდენად ადეკვატურია პროგრამის დეფინიცია? ვ) არის თუ არა პროგრამა ადეკვატური პრობლემისთვის? ზ) საჭიროა თუ არა ამ პროგრამის სერვისის მიღება?
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.