| ქართ. | ავადმყოფობის გავრცელება |
სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად ქრონიკული დაავადებების რისკიც იზრდება, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში. ამის მაგალითი შეიძლება იყოს მენტალური დაავადებები, როგორიცაა დემენცია (Kramer 1980). შესაბამისად, ეს არის ავადმყოფობის შემცირების საწინააღმდეგო პროცესი. ორივე მათგანი შეიძლება ერთად იყოს პოპულაციაში და განსხვავებულად იმოქმედოს დაავადებათა გავრცელებაზე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.