Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
F F- F1 FA FL FO FR FU

Factor Analysis

 
ქართ.ფაქტორის ანალიზი
პროცედურა,  იკვლევს ალბათობას, რომ ცვლადების დიდ ნაწილს აქვთ საერთო ფაქტორების მცირე რაოდენობა, რომლებიც მათ ინტერკორელაციას განაპირობებს.    ამ პრინციპის თანახმად, ის გაერმოება, რომელიც იდენტურ მოვლენებს განაპირობებს, შეიძლება ამ მოვლენის მიზეზად ჩაითვალოს. იმისთვის, რომ რაიმე მოვლენის მიზეზი გამოვლინდეს, უნდა მოხდეს იმ ერთი გარემოების  დადგენა, რომელიც ყოველთვის არსებობს ამ მოვლენის მოხდენისას. ამის მსგავსად, ფაქტორის ანალიზის საშუალებით ვცდილობთ გამოვყოთ ის საერთო ელემენტები, რომლებიც ორ ან მეტ ცვლადშია. ფაქტორის ანალიზი არითმეტიკული პროცედურაა, რომელიც სხვადასხვა ცვლადების ინტერკორელაციებს და საერთო ფაქტორების ერთმანეთთან კავშირს იკვლევს. ფაქტორის ანალიზში  შედის მრავალი სტატისტიკური ტექნიკა, მაგრამ არის სამი მთავარი ნაბიჯი: 1)კორელაციის მატრიქსის მომზადება; 2) მთავარი ფაქტორების გამოყოფა- მონაცემთა შესაძლო შემცირების გამოკვლევა; 3) როტაცია საბოლოო  პასუხიკენ - უბრალო და ინტერპრეტირებული ფაქტორების მოძებნა. (Miller 1978).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12