ამ ტერმინის სრული განმარტება არ არსებობდა. გარკვეული კამათის საგანი გახდა ბევერიჯის მიერ წამოყენებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც: სრული დასაქმება არის მდგომარეობა, როდესაც ვაკანტური სამუშაო ადგილების რაოდენობა სჭარბობს დაუსაქმებელ პირთა რიცხვს, რაც ითვალისწინებს, რომ ხელფასი შრომის შესაბამისია და სამუშაო ადგილი ტერიტორიულად ხელმისაწვდომი. ეს განაპირობებს იმას რომ დროის შუალედი ერთი სამსახურის დაკარგვისა და მეორის დაწყებას შორის ძალიან ხანმოკლეა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.