Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Globalization

 
ქართ.გლობალიზაცია
გლობალიზაცია: პროცესი, რომელიც განაპირობებს ეკონომიკურ პოლიტიკურ და სოციალურ ურთიერთდამოკიდებულებას და გლობალურ ინტეგრაციას, რომელიც ხორციელდება კაპიტალის, სავაჭრო ნაწარმის, ადამიანების, კონცეფციების, ფასეულობების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავრცელების ხარჯზე. გლობალიზაციის მიზანია უზრუნველყოს ადამიანების ჯანმრთელობა, განსაკუთრებით, დაბალ სოციალურ ფენაში, რადგან ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პოპულაციაში ეკონომიკური კეთილდღეობისა და სიღარიბის შემცირებისთვის. გლობალიზაცია არის საქმის წარმოების ხარჯების შემცირება საზღვრებს გარეთ ნაწარმისა და კაპიტალის მოძრაობისთვის.ტერმინი გლობალიზაცია მრავალმხრივ შეიძლება განვიხილოთ. ხშირად ერევათ მსგავს ტერმინებში, როგორიცაა — ინტერნაციონალიზაცია და რეგიონალიზაცია. „გლობალ“- ის თავდაპირველი მნიშვნელობა არის მთლიანი. გლობალიზაცია შეიძლება განიმარტოს, როგორც პროცესების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია მსოფლიოს ერთ მთლიანობად შექმნისკენ, რომელიც არ იქნება ნაციონალური თუ ნებისმიერი სხვა ტიპის (კულტურული, ეკონომიკური) საზღვრებით დაყოფილი., როგორც ადამიანთა ინტენსიურ ურთუერთკავშირს სხვადასხვა სფეროში (ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოცილურ, გარემოს და სამი ტიპის საზღვრის სივრცითი, დროებითი, კოგნიტიური - გასწვრივ, რომელიც თავის მხრივ ყოფენ პიროვნებებსა და საზოგადოებებს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად ყურადღებას სივრცითი საზღვრების უმნიშვნელობა იქცევს , გლობალიზაცია ასევე გავლენს ახდენს ადამიანების დროებით ურთიერთკავშირსა და ფიქრის პროცესზე. გლობალიზაციაზე არსებული ლიტერატურის უმეტესობა იყოფა სხვადასხვა ნაწილად - ხდება თუ არა გლობალიზაცია, რა ხარისხით და რა სიჩქარით ხდება, დადებითი თუ უარყოფითი გავლენა აქვს პიროვნებისა და საზოგადოების განვითარებაზე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12