Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Global Public Good 

 
ქართ.გლობალური საჯარო კეთილდღეობა
სახალხო კეთილდღეობის კონცეფცია დიდხანს იყო ეკონომიკური თეორიის ინტეგრალური ნაწილი, რომელიც დასაბამს იღებს მეთვრამეტე საუკუნიდან. კაუდოს გრენბერგის და სტერნ გრენბერგის განმარტებით, სახალხო კეთილდღეობა საკუთარ თავში გამონაკლისს არ გულისხმობს (ვერავის აუკრძალავ კეთილდღეობის გამოყენებას) არც კონკურენციას (შეიძლება ბევრმა გამოიყენოს განუსაზღვრელად) მოხმარების კლასიკური მაგალითია შუქურა. ჯანდაცვაში იმუნიზაციის პროგრამებიდან ან ინფექციური დაავადებებიდან, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობიდან მიღებული სარგებელი შეიძლება განისაზღვროს, როგორც სახალხო კეთილდღეობა. სარგებლის მიუხედავად, სახალხო კეთილდღეობას შეიძლება ჰქონდეს უზრუნველყოფის პრობლემა, მათი ბუნებიდან გამომდინარე, სახალხო კეთილდღეობის უზრუნველყოფა „უჩინარი ხელით“ არ ხდება და საჭიროებს, რომ მთავრობამ გადალახოს სავაჭრო ბაზარზე არსებული წარუმატებლობა ბაზარზე მთავარი რესურსების ეფექტური განაწილების უზრუნველყოფის მიზნით. • საბოლოოდ სახალხო კეთილდღეობა შედეგი უფროა, ვიდრე კეთილდღეობა. მაგალითად: თამბაქოთი გამოწვეული დაავადების სიმძიმის შემცირება იქნება საბოლოო სახალხო კეთილდღეობა. • შუალედური სახალხო კეთილდღეობა, როგორიცაა საერთაშორისო ლეგალური რეჟიმები უზრუნველყოფენ საბოლოო გლობალურ სახალხო კეთილდღეობას. მაგ. კონვენცია თამბაქოს კონტროლზე უზრუნველყოფს საბოლოო სახალხო კეთილდღეობის მიღწევას. დაავადებისა და რისკ ფაქტორთა მეთვალყურეობა იქნება ერთ-ერთი მაგალითი შუალედური სახალხო კეთილდღეობისა საერთაშორისო სფეროში. გლობალიზაციის მზარდ ხანაში, სახალხო კეთილდღეობის უზრუნველყოფის პრობლემა უფრო მნიშვნელოვანი გახდა. კეთილდღეობის უზრუნველყოფის  პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მთავრობა არ მონაწილეობს. კეთილდღეობის უზრუნველყოფა საერთაშორისო დონეზე, კვლევის საკითხი იყო ჩარლზ კინდერბერგისთვის. საერთაშორისო ჯანდაცვის კოოპერაციის სფეროში ასეთი კეთილდღეობის უზრუნველყოფა მთავარ როლს თამაშობს სახელმწიფოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12