მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ჯანმრთელობა არის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა და არა, უბრალოდ, დაავადების ან უძლურების არარსებობა. შესაძლებლობა, წარმართო ეკონომიკურად და სოციალურად პროდიქტიული ცხოვრება. მოგვიანებით განმარტებაში ასევე შეიტანეს — ჯანმრთელობა არის ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციონირების ოპტიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლია ადამაინს. რა დონეზე შეუძლია ცალკეულ ინდივიდს ან ჯგუფს, ერთის მხრივ, მისწრაფებების რეალიზება და საჭიროებების დაკმაყოფილება და მეორეს მხრივ, ინტერპერსონალური, სოციალური, ბიოლოგიური და ფიზიკური გარემოსთვის თავის გართმევა. ჯანმრთელობა არის ყოველდღიური ცხოვრების რესურსი და არა მიზანი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.