Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
IA IC ID IE IL IM IN IR

Incidence (Incidenct Number)

 
ქართ.ახალი შემთხვევა
კონკრეტულ პოპულაციაში, სპეციფიური დაავადების ახალ შემთხვევათა რაოდენობა, დროის განსაზღვრულ პერიოდში. შემთხვევათა სიხშირე განისაზღვება, როგორც ახლად განვითარებული დაავადების მქონე ინდივიდთა რაოდენობა(გამოითვლება ახლად დიაგნოზირებული შემთხვევების დათვლით), რისკ პოპულაციაში ყოველ 1000 კაცზე, დროის განსაზღვრულ პერიოდში. რადგანაც შემთხვევათა სიხშირე არის მოვლენათა საზომი (ე.ი გადასვლა ჯანმრთელიდან დაავადებულ მდგომარეობაში), იგი ამავდროულად არის რისკის საზომიც. მნიშვნელში წარმოდგენილია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც აქვთ დაავადების განვითარების რისკი და შესაბამისად, პოტენციური შანსი, გახდნენ მრიცხველში წარმოდგენილი ჯგუფის წარმომადგენლები. ყველა ინდვიდი, რომელიც გამოიყენება კალკულაციაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. ასეთ შემთხვევათა სიხშირეს ეწოდება კუმულაციურ შემთხვევათა სიხშირე. თითოეული პიროვნება დაკვირვების ქვეშ იმყოფება დროის განსხვავებულ პერიოდში.  დროის ყველა პერიოდის ჯამი წარმოდგენილია, ინდივიდის წლებზე დამოკიდებულების ფორმით და განსაზღვრავს შემთხვევათა სიხშირეს. შეად: Cumulative Incidence – კუმულაციურ შემთხვევათა სიხშირე.
იხილეთ ასევე: Cumulative Incidence – კუმულაციურ შემთხვევათა სიხშირე.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12