| ქართ. | ინსტიტუციური განხილვის საბჭო |
კომპეტენტური კომისია სამედიცინო სკოლაში, საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც პასუხისმგებელია კვლევაში ჩართული პირების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. არსებობს ბევრი სინონიმი, მაგალითად ეთიკური კომიტეტი, მეცნიერების კომიტეტი, კვლევის ეთიკის კომიტეტი და ა.შ ყველა კვლევა, მათ შორის ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომელთა სუბიექტი არის ადამიანი, მტკიცდება ინსტიტუციონალური კომიტეტის ან ეკვივალენტური კომიტეტის მიერ.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.