სხეულის ტემპერატურის ისეთ მაჩვენებლამდე შემცირება, როდესაც ირღვევა კუნთოვანი და ნერვული ფუნქციები. ჰიპოთერმიის გამომწვევი მდგომარეობებია: ცივი ტემპერატურა, შეუსაბამო ჩაცმულობა და აღჭურვილობა, სისველე, დაქანცულობა, ღონის გამოცლა, დეჰიდრატაცია(გაუწყლოვნება), ცუდი კვება, ჰიპოთერმიის უცოდინრობა, ალკოჰოლის მიღება - იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და სითბოს სწრაფ კარგვას. ჰიპოთერმიას ახასიათებს სხვადასხვა სიმპტომატიკა და ნიშნები სხეულის განსხვავებულ ტემპერატურაზე. შეიძლება მოჰყვეს სიკვდილი. ძირითადი პრინციპი ჰიპოთერმული პაციენტის გათბობისა არის მათი სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება და სითბოს წარმოქმნისათვის დახარჯული ორგანული საწვავის ჩანაცვლება. თუ პიროვნება კანკალებს, მას აქვს უნარი, რომ თვითონ გაითბოს თავი საათში 2C° გრადუსით. შდრ. სიცივით გამოწვეული ტრავმები.
იხილეთ ასევე: სიცივით გამოწვეული ტრავმები.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.