Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
HA HB HC HE HI HO HU HW HY

Hospital Discharge Abstract System

 
ქართ.საავადმყოფოდან გაწერის აბსტრაქტული სისტემა
საავადმყოფოს გრაფიკიდან ამოღებული აბსტრაქტირებული მინიმალური მონაცემები, ჰოსპიტალიზირებული პაციენტების სტატისტიკის შინაარსის შესაქმნელად. მაგალითებია საავადმყოფოს მწოლიარე პაციენტების ძიება და პროფესიული საქმიანობის კვლევა. სტატისტიკური ტაბულაცია, ძირითადად, მოიცავს ყოფნის ხანგრძლივობას საბოლოო დიაგნოზით, ქირურგიული ოპერაციებით, სპეციფიური ჰოსპიტალური მომსახურებით (მაგ. სამედიცინო, ქირურგიული, გინეკოლოგიური. ა.შ.) და ასევე შედეგებს, როგორიცაა სიკვდილი და საავადმყოფოდან ცოცხლად გაწერა. ეს სისტემა ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის არ გამოდგება, რადგანაც შეუძლებელია წარმომადგენლების განსასზღვრა ან გენერალიზირება; ეს ხდება იმიტომ, რომ მონაცემებს არ აქვს განსაზღვრული მნიშვნელობა და ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება ერთზე მეტად ჩაითვალოს ორი ან მეტი საავადმყოფოს კვლევის განმავლობაში. თუმცა, ასეთი კვლევა შეიძლება იყოს ნაყოფიერი წყარო შემთხვევით კონტროლირებადი კვლევების ან იშვიათი მდგომარეობების შემთხვევაში. შინაარსობრივი სტატისტიკის სისტემატური გამოყენება საავადმყოფოს მოვლის პროცესებზე და შედეგებზე XIX საუკუნიდან დაიწყო, რომელიც პირველად ფლორენს ნაითინგეილმა ინგლისში (1820-1910) ხოლო ვენაში იგნაზ ზემელვაისმა შემოიღეს. ნაითინგეილი იყო თანამედროვე საექთნო მოვლის ფუძემდებელი და შემდგარი სტატისტიკოსი-სამეფო სტატისტიკური საზოგადოების წევრი. იგი ასევე იყო უილიამ ფარის, ედვინ ჩადვიკის და სხვა დიდი XIX საუკუნის რეფორმატორების კოლეგა. მისი საავადმყოფოს ჩანაწერები (1859) განიხილავდა და აღწერდა საავადმყოფო საქმიანობის სტატისტიკური ანალიზის მნიშვნელობას. ზემელვაისმა შეისწავლა გინეკოლოგიური მოვლის შედეგი, რომელიც ასახავდა მშობიარობის შემდგომ სეფსისის განვითარების კავშირს მშობიარობის პროცესში იმ ექიმების მონაწილეობასთან, რომლებმაც მორგიდან სამშობიარო ოთახში შემოსვლამდე ხელები არ დაიბანეს.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12