Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
HA HB HC HE HI HO HU HW HY

Host

 
ქართ.მასპინძელი
არის 1) ადამიანი ან სხვა ცოცხალი ცხოველი, აგრეთვე ფრინველები და ართროპოდები, რომლებიც წარმოადგენენ ბუნებრივ პირობებში ინფექციების საარსებო წყაროს. ზოგიერთი პროტოზოა და ჰელმინთი გადიან წარმატებულ საფეხურებს სხვადასხვა სახეობის ალტერნატიულ მასპინძლებში. მასპინძელი, სადაც პარაზიტი განიცდის მომწიფებას ან გადის მის სქესობრივი მომწიფების სტადიას, ითვლება ძირითადად ან საბოლოოდ; ისინი, სადაც პარაზიტი მის ლარვალურ მდგომარეობაშია ან არასქესობრივ საფეხურს გადის, მეორად ან შუალედურ მასპინძლად ითვლება. მატრანსპორტირებელი მასპინძელი არის მატარებელი, რომელშიც ორგანიზმი არსებობს ცოცხლად, მაგრამ არ განიცდის განვითარებას (ბენენსონი 1990); 2)ეპიდემიოლოგიურ კონტექსტში მასპინძელი შეიძლება იყოს პოპულაცია ან ჯგუფი; ამ ჯგუფის ბიოლოგიური, სოციალური და ქმედებითი მახასიათებლები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის და ეწოდებათ „მასპინძლის ფაქტორები“ (ლასტი 1995) 
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12