| ქართ. | ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი ტიპი 2 (აივ-2) |
როგორც აივ-1 ასევე აივ-2 აქვთ ერთი და იგივე გადაცემის გზა და დაკავშირებულები არიან მსგავს ოპორტუნისტულ ინფექციებთნ და შიდსთან. აივ-2 დაავადებულ პირებს იმუნოდეფიციტი უფრო ნელა უვითარდებათ და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. აივ-1 ინფიცირებულ პირებთან შედარებით, აივ-2 ინფიცირებულები უფრო ნაკლებად გადამდებები არიან ინფექციის ადრეულ ფაზაში. დაავადების განვითარებასთან ერთად, აივ-2 ინფექციისუნარიანობა (ვირულენტობა) იზრდება; თუმცა აივ-1 შედარებით, მისი ინფექციისუნარიანობა ხანმოკლეა. აივ-1 დ აივ-2 განსხვავდებიან აგრეთვე ინფექციის გეოგრაფიული განაწილებით; აივ-2 ინფექცია, ძირითადად, აფრიკაში გვხვდება.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.