| ქართ. | ადამიანთა განვითარების ინდექსი |
არის საერთო ინდექსი ადამიანის ბაზისური შესაძლებლობების მიღწევების სამ ძირითად განზომილებაში — ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება მაგ. ხანგრძლივობა (მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისას), ცოდნა (ზრდასრულების ცოდნის დონე და სწავლების საშუალო ხანგრძლივობა) და ღირსეული ცხოვრების სტანდარტი და შემოსავალი (რეალური მშპ სულ მოსახლეზე შეძენა-ძალის-პარიტულ დოლარში). ამ სამი განზომილების გამოსახატად სამი ცვლადი გამოიყენება: მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, საგანმანათლებლო მიღწევადობა და შემოსავალი. ეს ასახავს რამდენად მიაღწია ქვეყანამ გარკვეულ დასახულ მიზნებს — საშუალო ცხოვრების ხანგრძლივობას 85 წლამდე, ყველასათვის ხელმისაწვდომ განათლებას და ღირსეულ საყოფაცხოვრებო გარემოს ყველასათვის. ინდექსის შესაქმნელად, თითოეული ინდიკატორისთვის ფიქსირებული მინიმალური და მაქსიმალური ღირებულებები დაწესდა: 1. მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისას: 25 წელი და 85 წელი, 2. ზრდასრულის ცოდნის დონე 0% და 100%, 3. მთლიანი ჩარიცხვის თანაფარდობა: 0% და 100% და რეალური მშპ სულ მოსახლეზე: 100$ და 40,000$. ადამიანთა განვითარების ინდექსი არის შკალაზე 0-დან 1-მდე. ინდოეთის საზოგადოებრივმა ადამიანთა განვითარების რეპორტმა 2001 წელს შექმნა ინდექსების ერთობლიობა: • მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წლისთვის და ახალშობილების სიკვდილიანობის სიხშირე • ცოდნის სიხშირე 7+ და ფორმალური განათლების სიხშირე • არათანასწორობის გამო მორგებული რეალური მოხმარების ხარჯი სულ მოსახლეზე, გენდერული თანასწორობის ინდექსის შემთხვევაში მომუშავე პოპულაციის ფარდობა. ადამიანთა განვითარების ინდექსი შეიქმნა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (გეგპ) მიერ ადამიანის ბაზისური მოთხოვნილებების საშუალო მიღწევების გასაზომად ერთი მარტივი კომპოზიტური ინდექსით და ქვეყნების შესადრებელი რეიტინგის შესაქმნელად. უთანასწორობის მონიტორინგისთვის, გეგპ-ამ ახლახანს განაფართოვა თავისი ინდიკატორების მენიუ, რომ მოეცვა: სქესთან დაკავშირებული განვითარების ინდექსი (სდგი) ადამიანთა ბაზისური მოთხოვნილებების მიღწევების ასასახად გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით; სქესობრივი გაძლიერების გაზომვა (სგგ) ეკონომიურ და პოლიტიკურ შესაძლებლობებში გენდერული უთანასწორობის გასაზომად; და ადამიანთა სიღარიბის ინდექსი (ასი), რომელიც სიღარიბის მრავალგანზომილებიანი გაზომვაა. გლობალური განვითარების უთანასწორობის კონტექსტში, გეგპ ადამიანის განვითარების რეპორტი (1999) განიხილავს „ადამიანთა რასებთან გლობალიზაციის“ მიღწევის პერსპექტივებს (ბეთჩერი 2002). იხ. განვითარების რადარი, სქესთან დაკავშირებული განვითარების ინდექსი, სქესობრივი გაძლიერების ინდექსი და ადამიანთა სიღარიბის ინდექსი.
იხილეთ ასევე: განვითარების რადარი, სქესთან დაკავშირებული გაკვითარების ინდექი, სქესობრივი გაძლიერების ინდექსი, და ადამიანთა სიღარიბის ინდექსი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.