Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
HA HB HC HE HI HO HU HW HY

Human Rights

 
ქართ.ადამიანთა უფლებები
გაერომ ადამიანთა უფლებები განმარტა როგორც „ის უფლებები, რომლებიც ბუნებრივად თანდაყოლილია და რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვიარსებებთ როგორც ადამიანები. ადამიანთა უფლებები და ფუნდამენტალური თავისუფლება უფლებას გვაძლევს განვავითროთ ჩვენი ადამიანური თვისებები, ინტელექტი, ნიჭი და სინდისი და დავიკმაყოფილოთ ჩვენი სულიერი და სხვა მოთხოვნილებები. ისინი არიან ფუნდამენტალურნი, ადამიანთა მოდგმის მუდმივად მზარდ მოთხოვნაზე იმ სიცოცხლეზე, სადაც მათი თანდაყოლილი ღირსება და თითოეული ადამიანის საქმე პატივსა და დაცვას დაიმსახურებს. ადამიანთა უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლების უარყოფა არის არა მარტო ინდივიდუალური და პირადი ტრაგედია, ასევე ქმნის სოციალურ და პოლიტიკურ უთანხმოებას საზოგადოებასა და ერს შორის აგრესიისა და კონფლიქტის დანერგვით. ადამიანთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემა მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და სიმშვიდის საწინდარია.“ ადამიანთა უფლებები როგორც კონცეფცია, თვლის, რომ ყველა ადამიანი „ღირსებით და უფლებებით თავისუფალი და თანასწორი იბადება“ და გვაძლევს უნივერსალურ ჩარჩოს თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებული კითხვების გადასაწყვეტად. ოპერატიულად, პოლიტიკურ და ლეგალურ ანგარიშვალდებულების სფეროში გადათარგმნით, „საერთაშორისო ადამიანთა უფლებები არის იმის განსაზღვრა თუ რა შეუძლია, რა არ შეუძლია და რა უნდა გაგვიკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ“ იმისთვის, რომ პატივი სცენ, დაიცვან და აღასრულონ თავიანთი ადამიანური ვალდებულებები (UNDP 2000). ადამიანთა უფლებები ისტორიულად დააფუძნა სიდჰარტა გაუტამა ბუდამ და ასოკა დიდმა ამერიკისა და საფრანგეთის კონსტიტუციაში და 1948წლის საყოველთაო დეკლარაციის საერთაშორისო ფორუმზე (Ray & Kishore 1998, UN 1948) ადამიანთა უფლებების უნივერსლური დეკლარაცია (UNDP 2000, გრისკინი და ტარანტოლა მან ეტ ალ 1999, გაერო 1948). ჯანმრთელობისა და ადამიანთა უფლებების ფარგლებში, ადამიანთა უფლებების შელახვა პოტენციურად ვნებს ჯანმრთელობას და მათი აღდგენა ხელს უწყობს ჯანმრთელობას. იმის გაგებაში, თუ რა ლახავს ადამიანთა უფლებებს და რა განაპირობებს მათ პატივს, დაცვას და აღსრულებას, გვეხმარება სოციალური სამართლის სტრუქტურა, რომლებიც ზედმიწევნით ასახავს ვინ სარგებლობს და ვინ ზიანდება ეკონომიური ექსპლუატაციით, ოპრესიით, დისკრიმინაციით, არათანასწორობით და „ბუნებრივი რესურსების“ დეგრადაციით (UNDP 2000, PHA 2000, ბუჩერი და კელი 1998, კრიგერი 1998, რეი და კიშორე 1998). ორივე სტრუქტურა ერთად გვაძლევს ჯანმრთლეობის სოციალური განმსაზღვრელების და მდგრადი სოციუმის შესქმნელად საჭირო ქმედებების შესბამის კონცეფციას. იხ. ეთიკა, უფლებები, ადამიანთა უფლებების უნივერსალური დეკლარაცია. ადამიანთა უფლებები უფლებათა სპეციალურ კატეგორიას შეადგენს. ბუნებრივი კანონის მიხედვით, ადამიანთა უფლება არის უფრო მაღალი რანგის უფლება, რომელიც მორალზეა დაფუძნებული და არის უნივერსალური იმ მხრივ, რომ ის მიეკუთვნება თანაბრად ყველა პირს უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ადამიანები არიან. ადამიანთა უფლებები ასევე გამჯდარია პოზიტიური კანონის თეორიაში, რის მიხედვითაც უფლებები წარმოადგენს ორგანიზირებული სოციუმის, იქნება ეს ეროვნული თუ საერთაშორისო, კანონების მიერ დამტკიცებული ინდივიდების და ჯგუფების  უფლებებს (ესლი ეტ ალ 2001).
იხილეთ ასევე: ეთიკა, უფლებები, ადამიანთა უფლებების უნივერსალური დეკლარაცია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12