| ქართ. | ადამიანთა სიღარიბის ინდექსი |
კონცენტრირდება ადამიანთა სიცოცხლისთვის აუცილებელ სამი მნიშვნელოვანი კომპონენტის დეპრივაციაზე - ხანგრძლივობა, განათლება და შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. ეს განისაზღვრება იმ ადამიანთა პროცენტით, რომელნიც მოსალოდნელია რომ 40 წლამდე გარდაიცვლებიან, გაუნათლებელ ზრდასრულთა პროცენტული მაჩვენებლით და სამი სხვა ცვლადის გაერთიანებით (ჯანმრთელობის მომსახურებისა და უსაფრთხო წყლის არმქონე ხალხის პროცენტი და ხუთ წლის ასაკზე ქვემოთ ნაშიმშილარი ბავშვების პროცენტი). ეს ინდექსი სასარგებლო ხერხია მხარდაჭერისთვის, ქვეყანაში კონცენტრირებული სიღარიბის მქონე ადგილების ამოსაცნობად. იხ. სიღარიბე
იხილეთ ასევე: სიღარიბე
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.