| ქართ. | ადამიანთა უფლებების უნივერსალური დეკლარაცია |
გაეროს გენერალურმა შეკრებამ მიიღო ადამიანთა უფლებების უნივერსალური დეკლარაცია 1948 წელს, შემდგომ 1966 წელს საერთაშორისო შეთანხმება სამოქალქო და პოლიტიკურ უფლებებზე და საერთაშორისო შეთანხმება ეკონომიკაზე, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე (სშესკუ). ერთად ეს 3 დოკუმენტი ქმნის ეგრეთ წოდებულ ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კანონპროექტს. ადამიანთა უფლებების უნივერსალური დეკლარაცია ამტკიცებს ყველას „უფლებას იქონიოს თავისი და თავისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის შესაბამისი ცხოვრებისეული დონე, რომელიც მოიცავს ტანსაცმელს, საცხოვრებელ ადგილს, სამედიცინო დხმარებას და საჭირო სოციალურ მომსახურებას.ასევე უსაფრთხოების უფლებას უმუშევრობის, ავადმყოფობის, შეზღუდულობის, დაქვრივების, ხანდაზმულობისა და სხვა მის მიერ გაუკონტროლებელი გარემოების შემთხვევაში.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.