თვალების უნებლიე, რითმული მოძრაობა, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. მოძრაობები არის მცირე ამპლიტუდის სწრაფი თრთოლა(ტრემორი) ერთი მიმართულებით და შედარებით დიდი, ნელი გადაქანება საპირისპირო მიმართულებით – თანდაყოლილი მოტორული დეფექტით გამოწვეული ნისტაგმუსის დროს და ქანქარასებრი ტიპის მოძრაობა, როცა თვალები თანაბარი სიჩქარით ირხევა ორივე მიმართულებით თანდაყოლილი სენსორული დეფექტის დროს. ნისტაგმუსი შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, ვერტიკალური და ბრუნვითი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.