ხასიათდება ინტენსიური, ხშირი სექსუალური ფანტაზიებით, სურვილებით ან ქცევებით, რაც გულისხმობს არაჰუმანური საგნების გამოყენებას, საკუთარი თავის, პარტნიორის ან ბავშვბის წვალებას ან დამცირებას, რაც მინიმუმ 6 თვე გრძელდება. ეს ქცევები იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დარღვევბს სოციალურ, სამსახურეობრივ და სხვა ფუნქციურად მნიშვნელოვან ადგილას. პარაფილიას ეკუთვნის: ეგზიბიციონიზმი (გენიტალიების ექსპოზიცია), ფეტიშიზმი (უსულო საგნების გამოყენება), ფროტეურიზმი (უცხო პირთან შეხება), პედოფილია (ბავშვებზე ფოკუსირება), სექუალური მაზოხიზმი(საკუარი თავის წვალება ან შეურაცხყოფა), სექსუალური სადიზმი (სხვისი წვალება და სჰეურაცხყოფა), ტრანსვესტიკული ფეტიშიზმი (საწინააღმდეგი სქესის ჩაცმულობა), ვოიეურიზმი (თვალის დევნება სექსუალური აქტისადმი).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.