Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
CA CE CH CL CO CR Ch Cl Co Cr Cu

? Charlson index

 
ქართ.ჩარლსონის ინდექსი
განსაზღვრავს რამდენიმე თანმხლები დაავადების(გულის დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ.) მქონე პაციენტსი გარდაცვალების რისკს ერთი წლის მანძილზე. თითოეულ დაავადებას ენიჭება ქულა 1,2,3 ან 6 იმის მიხედვთ თუ რომელს აქვს ყველაზე დიდი რისკი პაციენტის დაღუპვა გამოიწვიოს, შემდეგ კი ეს ქულები იკრიბება. ქულები გადანაწილებულია შემდეგნაირად : 1 ქულა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, ქრონიკული ფილტვის დაავადება, დიაბეტი, დემენცია, კუჭის წყლული. 2 ქულა: ჰემიპლეგია, ლიმფომა, ლეიკემია, სიმსივნე მეტასტაზის გარეშე, გართულებული დიაბეტი. 3 ქულა: საშუალო ან მძიმე ღვიძლის დაავდება. 6 ქულა: ავთვისებიანი სიმსივნე მეტასტაზით, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. ჯამური ინდექსი ექიმს ეხმარება კონკრეტული დავადების მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვაში. მაგალითად პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სიმსივნე თანმხლები გულის დაავადებით და დაიბეტით, რომელთა სიმძიმე იყოს იმდენად დიდი, რომ სიმსივნის მკურნალობით გამოწყვეულ სარგებელს სრულიად აბათილებდეს. ადაპტირებულია: University of Manitoba: Charlson Comorbidity Index [Internet] 2019 January 17 (Citer 2020 April 22) Available: http://mchp-appserv.cpe.umanitoba.ca/viewConcept.php?conceptID=1098
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2020 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12