გულისხმობს: ა) წლების განმავლობაში მდგრად მაღალ ტრანსმისიას. ტრანსმისია მთელი წელი გრძელდება, ახალი შემთხვევების სეზონური ცვლილება დიდად არ ვლინდება. ბ) ძალიან მაღალი ენდემურობა; ყველა პოპულაცია ხშირად ინფიცირდება, სიკვდილიანობა ხშირია ხუთ წლამდე ბავშვებში. გ) პოპულაცია მალარიის მიმართ მაღალ იმუნიტეტს იძენს, ხშირია პარაზიტის ასიმპტომური მატარებლობა. დ) ქმედუნარიანი ვექტორის არსებობა, რომელიც ხასიათდება საშუალო და დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით. ტრანსმისიის შესანარჩუნებლად საჭიროა დაბალი სიმჭიდროვე (0.025 კბენა ადამიანი/ღამე) კოღოების სიმჭიდროვე შესაძლებელია მაღალი არ იყოს, მაგრამ არასტაბილურ მალარიასთან შედარებით კოღოს კბენა ღამის განმავლობაში შეიძლება უფრო მაინფიცირებელი იყოს. ე) სპოროგენული ციკლის სწრაფად დასასრულებლად საჭირო ხელსაყრელი ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა. ვ) P falciparum–ის მაღალი გავრცელება და ზ) ეპიდემია არ არის ხშირი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.