Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Multi-model distribution

 
ქართ.მრავალმოდელიანი დისტრიბუცია (განაწილება)
სოციალური მეცნიერება, რომელიც აანალიზებს შედეგებს სხვადასხვა დონეებზე გაზომილ განმსაზღვრელ ფაქტორებთან მიმართებაში (მაგ. ინდივიდი, სამუშაო ადგილი, სამეზობლო, ერი, ან გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც მდებარეობს გეოგრაფიულ საზღვრებში) (Balock 1984, Bryktel al 1992, Diez-Rouz 1998, Macintyre et al 2000). თუ ხელმძღვანელობს კარგად განვითარებული კონცეპტუალური მოდელებით, ნათლად მიუთითებს, რომელი ცვლადი რა დონეზე უნდა იქნას შესწავლილი (Balock 1984). ამ ანალიზს შეუძლია პოტენციური შეფასება, თუ ინდივიდის ჯანმრთელობა განპირობებულია არამარტო „ინდივიდუალური“ ან „საოჯახო“ მახასიათებლებით (მაგ., პირის ან ოჯახის შემოსავალი), არამედ „პოპულაციის“ ან „რაიონის“ მახასიათებლებით; ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს „კომპოზიციური“ (მაგ., ადამიანების რა თანაფარდობა ცხოვრობს სიღარიბეში) ან „კონტექსტუალური“ (ძირეულ ინდივიდუალურ დონეზე, მაგ. შემოსავლების განაწილება, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ობიექტების არარსებობა, როგორებიცაა: სუპერმარკეტები, ბიბლიოთეკები ან ჯანდაცვის ცენტრები) (Diez-Rouz 1998, Macintyre et al 2000). ეს არის ანალიზის მეთოდი, რომელიც ხსნის ინდივიდუალური შედეგების თვალსაზრისით ინდივიდუალურ და გარემო ან საერთო ცვლადებს და ამითი თავიდან ირიდებს ეკოლოგიურ შეცდომას (Von Korff 1992).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12