პიროვნების გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომ ის ეთანხმება საკუთარ ადრინდელ აზრს იმავე საკითხზე ან სხვა ადამიანის მოსაზრებას. სიზუსტე, ზოგჯერ ცნობილი როგორც რეპროდუქტიულობა ან საიმედოობა, არის იგივე შედეგის ან ძალიან მსგავსი შედეგის მიღება ერთიდაიგივე მონაცემის განმეორებითი გაზომვების შედეგად. თანხმობის შეფასება შესაძლებელია გაკეთდეს მთლიანი პროცენტული თანხმობით ან კაპას სტატისტიკით ანუ თანხმობა შემთხვევითობის გარეშე (ცხრილი A.1). იხ. კაპპას სტატისტიკა. ცხრილი A.1: სტანდარტული 2 × 2 ცხრილი, რომელიც ადარებს ორი დამკვირვებლის მიერ მოხსენებული ტესტის შედეგებს დამკვირვებელი #1: ცხრილი ცხრილი დამკვირვებელი #2: მიღებული თანხმობა (A0) = a+d მაქსიმალურად შესაძლო თანხმობა (At) = a+b+c+d თანხმობის საერთო პროცენტი = (a+ d)/(a+b+c+d) უჯრედი a შემთხვევითობით მოსალოდნელი თანხმობა = [(a+b)(c+d)]/(a+b+c+d) უჯრედი d შემთხვევითობით მოსალოდნელი თანხმობა = [(c+d)(b+d)]/(a+b+c+d) შემთხვევითობით მოსალოდნელი ჯამური თანხმობა (Ae) = უჯრედი ა შემთხვევითობით მოსალოდნელი თანხმობა - უჯრედი დ შემთხვევითობით მოსალოდნელი თანხმობა კაპპა= (Ao – Ae) / (At – Ae)
იხილეთ ასევე: კაპპას სტატისტიკა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.