Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
IA IC ID IE IL IM IN IR

International Health Regulations

 
ქართ.ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები
პირველად მიიღო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1969 წელს, რათა უზრუნველეყო მაქსიმალური უსაფრთხოება დაავადების საერთაშორისო მასშტაბით გავრცელების თავიდან ასაცილებლად მინიმალური ჩარევით მსოფლიო გადაზიდვებში. IHR მოითხოვს ანგარიშს სამი გადამდები დაავადების — ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ცხელება — შესახებ. დღესდღეობით ხდება რეგულაციის განახლება რათა იგი შეესაბამებოდეს არსებულ საგზაო მოცულობას და სავაჭრო შენახვა შეესაბამებოდეს გადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიას, მათ შორის, დამწყებ, განვითარებად საშიშ დაავადებებს. ყვითელი ცხელების სერტიფიკატი დღესდღეობით ერთადერთი სერტიფიკატია, რომელიც მოეთხოვებათ პირებს საერთაშორისო მოგზაურობების დროს და ასევე ტურისტების გარკვეულ რაოდენობას. IHR — განახლებული ვერსია უზრუნველყოფს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე დაავადებების დაუყოვნებელი შეტყობინების მექანიზმს, თუმცა რუტინული ენდემური დაავადებების შესახებ საჭირო არ იქნება გაფრთხილება. სინდრომები, რომელთა შესახებ უნდა მოხდეს შეტყობინება: მწვავე ჰემორაგიული ცხელება, მწვავე რესპირატორული, დიარეული, სიყვითლის და ნევროლოგიური სინდრომები და სავარაუდო ინფექციური ეტიოლოგიის სხვა სინდრომები. გაფრთხილებას დაავადების შესახებ, ჩვეულებრივ, მოყვება შეტყობინება ამ სპეციფიური დაავადების შესახებ, როცა დიაგნოზი დაისმება. თუ დიაგნოზი ცნობილია, მაშინ შეტყობინება გაიგზავნება დაავადების და არა სინდრომის შესახებ. (WHO-SEARO 1999). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საერთასორისო სანიტარული რეგულაციები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონსტიტუციის 21-ე მუხლში მეოთხე მსოფლიო ჯანმრთელობის ასამბლეაზე 1951 წლის მაისში მიიღეს, როგორც შესწორებული და გადათვალიერებული გამოცემა საერთაშორისო სანიტარული კონვენციისა მეცხრამეტე საუკუნეში ჩატარებული საერთაშორისო სანიტარული კონფერენციის საფუძველზე. ამ რეგულაციებს ისევ გადახედეს 1969 წელს და უწოდეს IHR.ეს რეგულაციები მიიღეს საზოგადოების ჯანდაცვისთვის გარკვეული ინფექციური დაავადებებისაგან დასაცავად, მთელ მსოფლიოში მზარდი, საერთაშორისო სავაჭრო კავშირების გათვალისწინებით. ამ რეგულაციის ძირითადი აქსიომა იყო „უზრუნველვყოთ მაქსიმალური უსაფრთხოება დაავადების საერთაშორისო გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მინიმალური ჩარევით მსოფლიო გადაზიდვებში.“ (ეს პრინციპი ვრცელდებოდა სახელმწიფოთაშორის ვაჭრობაზე). მიუხედავად ვაჭრობის და კავშირების გაძლიერებისა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეს რეგულაციები საზოგადოების ჯანდაცვისათვის რჩება ერთადერთ არსებულ რეგულაციად გარკვეული (ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ციებცხელება) გადამდები დაავადებების გლობალური საშიშროებებისაგან ასაცილებლად (Nakajima 1997). IHR გადახედვის ფარგლებში ჩნდება ბევრი შემოთავაზება, რომ შეიქმნას ჯანმოს გლობალური გაფრთხილების და პასუხის ქსელი, როგორც ინფორმაციის დამატებითი წყარო საზოგადოების ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით, რომელიც არის სასწრაფო საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა ქვეყნებიდან შეტყობინებებთან ერთად. უფრო მოქნილი ხერხების გამოყენება იურისდიქციის განსამარტად რამდენიმე ჩამოთვლილი დაავადებების გარდა, როგორიც არის სინდრომული ან გადაწყვეტილებისაგან თავისუფალი მიდგომა, განიხილება ინტენსიურად(WHO2011). გადახედვა IHR-ის არის მნიშვნელოვანი ეტაპი ინფექციური დაავადებების გლობალიზაციით გამოწვეულ საფრთხეებთან დასაპირისპირაბლად.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12