| ქართ. | საერთაშორისო შესადარებლები |
მსოფლიო ერების დალაგება ცხრილებში მათი რანგის მიხედვით სასიცოცხლო სტატისტიკაზე დაყრდნობით, როგორიცაა: ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობა, ტუბერკულოზის შემთხვევათა სიხშირე, შიდსი, კიბო, კარდიოვასკულური დაავადებები და ა.შ. ეს არის პოლიტიკოსებისა და პოლემიკოსების საყვარელი თემა, მაგრამ საერთაშორისო შედარებები ფრთხილად უნდა იქნას გაგებული. შედარებების საშიშროებას წარმოადგენს ცვალებადი და არასატაბილური დიაგნოსტირების სტილი, კრიტერიუმები და განმარტებები, რაც განსხვავებულია ყველა ერისათვის. მხოლოდ მას შემდეგ, როცა თანასწორი გარანტირებულად ედარება თანასწორს, შეიძლება ვენდოთ შედარებებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია საფუძვლიანი შემოწმება.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.