Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
IA IC ID IE IL IM IN IR

International Law

 
ქართ.საერთაშორისო სამართალი
ქვეყნების სავალდებულო კანონები და საერთაშორისო კანონის თემები, განსაკუთებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში (Aust 2000). მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნების სუვერენიტეტულ კონვენციასთან. საერთაშორისო კანონის ნორმები არის გამაერთიანებელი ფაქტორი, რადგან ქვეყნები მას ეთანხმებიან. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო კანონები გავლენას ახდენს ქვეყნების ქმედებებზე მსოფლიო პოლიტიკაში, ხდება „სოციალური რეალობის“შემქმნელი და ქმნის „საერთაშორისო საზოგადოებას“ (Buli 1977) ან ამტკიცებს საერთაშორისო თანამეგობრობის არსებობას (Lauterpacht 1970). ვინაიდან სახელწიფო საზოგადოებებს არ აქვთ წერილობითი კონსტიტუციები და საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანო, არსებობს სხვა წყაროები საერთაშორისო კანონისათვის. (Evan 1998). ეს წყაროები ჩამოთვლილია საერთაშორისო სასამართლო წესდების 38 (1) თავში. საერთაშორისო კონვენცია, რომელიც სავალდებულოა მხოლოდ წევრი მხარეებისათვის. საერთაშორისო წესები, რაც მოიცავს წესებს, რაც ზოგადი პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა სამართლებლივი მოთხოვნების საფუძველზე, არის სახელმწოფოთა შორის საერთაშორისო ურთიერთობების პროცესი და გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა, სავლდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის. სამართლის ზოგადი პრინციპები, „კეთილსინდისიერად“ აღიარებული ცივილიზებული ერების მიერ, ასევე სავლდებულოა ყველა ერისთვის. სასამართლო გადაწყვეტილებები, მაგალითად, საერთაშორისო სასამართლოების, მეცნიერების ჩანაწერები, გვეხმარება სხვადასხვა ტიპის სავალდებულო წესების განსაზღვრაში და ინტერპრეტაციაში. დღევანდელი მოსაზრებით, საერთაშორისო სამართლის წყაროები არ უნდა შემოიფარგლებოდეს კანონმდებლობით. მაგალითად, „რბილი კანონი“ არის საერთაშორისო ორგანიზაციის არასავალდებულო რეზოლუცია. არის დამტკიცებული როგორც სანდო წყარო (Shelton 2000, Hillier 1999) შედგება კანონებისგან , რომლებიც არ არის სავალდებულო, მაგრამ როგორც წესი, ითვლება სავალდებულოდ მისი შესრულება. გლობალიზაციასთან ერთად იცვლება მმართველობის სტრუქტურა (Basedow 2000). იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ქვეყნები ცდილობენ დააწესონ სახელმწიფოს ზედა რეგულაცია(რეგიონალურ ან გლობალურ დონეზე). მაშასადამე, ითვლება, რომ საერთაშორისო კანონის როლი გლობალიზაციის რეგულაციაში, მნიშვნელოვანია. ამ ლექსიკონში ხაზგასმულია საერთაშორისო კონვენციის მართებულობა ჯანმრთელობის შესახებ , როგორიც არის კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ და კანონები, ფორმულირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ასევე, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის საერთაშორისო რეგულაციები ჯანმრთელობის შესახებ. საერთაშორისო სამართლის ნორმები, მაგალითად, მოვალეობა გაუფრთხილდნენ სხვა ქვეყნებში ინფექციის გავრცელებას, მართებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის სწრაფად ცვალებად მსოფლიოში (Bettcher2002, Fidler 1999).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12