| ქართ. | #29 დაჩქარებული შრომითი კონვენცია, 1930 |
მოითხოვს, რომ ყველა ქვეყანამ, რომელიც მას მოაწერს ხელს, აკრძალოს იძულებითი და ძალადობრივი შრომის ყველა ფორმა მოკლე დროის შუალედში. იძულებითი ან ძალადობრივი სამუშაო განისაზღვრება როგორც „ყველა სამუშაო ან სერვისი, რომელიც მიიღება ადამიანისაგან მუქარის ქვეშ და არა ნებაყოფლობით.“ იძულებითი სამუშაოს ზოგიერთი ფორმა არ შედის კონვენციაში. ესენია: • იძულებითი მუშაობა წმინდა სამხედრო დანიშნულების სამსახურში. ნებისმიერი სახის სამუშაო ან სერვისი, რომელიც არის თვითმმართველი ქვეყნის მოქალაქის მოქალაქეობრივი ვალდებულების ჩვეულებრივი ნაწილი. • წმინდა სამხედრო დანიშნულების სამსახურში იძულებითი მუშაობა. ნებისმიერი სახის სამუშაო ან სერვისი, რომელიც არის თვითმმართველი ქვეყნის მოქალაქის მოქალაქეობრივი ვალდებულების ჩვეულებრივი ნაწილი. • მუშაობა ციხეში, სასამართლოში სასჯელის მისჯის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ტარდება საჯარო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და არ არის კერძო პირების, კომპანიების, ასოციაციების განკარგულებაში. • სამუშაო ან მომსახურება, რომელიც სრულდება საგანგებო სიტუაციაში და საფრთხეს უქმნის მთლიან ან პოპულაციის ნაწილს, მაგ. ხანძარი, წყალდიდობა, შიმშილობა, ძალადობრივი ეპიდემიები, პარაზიტების შემოსევა; • მცირე კომუნალური მომსახურება საზოგადოების წევრის მიერ საზოგადოების საკეთილდღეოდ საზოგადოების წევრებთან მორიგების საფუძველზე. ხელშეკრულებები, რომლებიც ნებას რთავენ ნებისმიერი ფორმის იძულებით სამუშაოს და ზემოთ არ არის აღნიშნული, უნდა იქნეს ამოღებული ეროვნული კანონმდებლობიდან. ხელისმომწერმა ქვეყნებმა უნდა დააწესონ სასჯელი უკანონო იძულებით სამუშაოზე, როგორც სამართალდარღვევაზე. ასევე მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ სასჯელი ადეკვატურობა და მკაცრად აღსრულება. ამ მიზნის მისაღწევად კონვენცია სთავაზობს ქვეყნებს გააძლიერონ ძალაუფლება და დააწესონ იძულებითი და სავალდებულო შრომის ინსპექცია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.