ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამდები დაავადებაა, რომელიც ასნებოვნებს ადამიანებს. მას პარაზიტი plasmodium იწვევს, რომლის გადატანა ინფიცირებული მდედრი კოღო ანოფელესის კბენით ხდება. არსებობს პლაზმოდიუმის ოთხი სახეობა: P vivax (Pv), P falciparum (Pf), P malaria (Pm) და P ovale (Po). მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველა შემთხვევა დაკავშირებულია მხოლოდ Pf-თან. ლოვერანმა მალარიის პარაზიტი აღმოაჩინა 1880 წელს, ხოლო 1897 წელს რონალდ როსმა აღმოაჩინა მალარიის ვექტორი კოღო. მალარიის ტიპიური კლინიკური გამოვლინებაა ტემპერატურის უცაბედად ძლიერ მატება, შეციება, უკიდურესი შეციებისა და ცხელების მონაცვლეობა, რაც იწვევს ძლიერ ოფლიანობას და ცხელების რემისიებს, რომელიც კრიზით მთავრდება. ფებრილური პაროქსიზმები ვითარდება დღეგამოშვებით. შეიძლება ახლდეს თავის ტკივილი, ღებინება და ა.შ. ატიპიური გამოვლინების დროს ზემოთხსენებული კლასიკური გამოვლინებების მანიფესტირება არ ხდება. ბავშვებში ტემპერატურული გართულებები შეიძლება იყოს კონვულსიები, დეჰიდრატაცია და დეზორიენტაცია. შემთხვევების უმეტესობა შეიძლება გამოვლინდეს P vivax ან სხვა მალარიის შემთხვევების მსგავსად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის უწყვეტია, ხშირად ვითარდება მაღალი ტემერატურა და შედეგად, ჰიპერათერმია და სხვა გართულებები. დიაგნოზი ისმევა მალარიის პარაზიტის აღმოჩენით სისხლის ნაცხით. ერთი დოზა ქლოროქვინით შესაძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება გართულებების გარეშე. მისი მიღება ხდება ყველა ცხელებით მიმდინარე შემთხვევისას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც მალარია პრობლემატურია. მალარიის ყველა მიკროსკოპულად პოზიტიური შემთხვევისას ტარდება რადიკალური მკურნალობა პრიმაქვინით. მისი გამეტოციდული და ანტირეციდიული თვისებების გამო ის სრული განკურნების გარანტიას იძლევა და პაციენტი დაავადების წყარო აღარ იქნება. სხვა წამლები, როგორიცაა სულფალენი/სულფოდოქსინისა და პირინეთამინის კომბინაცია და quinine შეიძლება გამოყენებულ იქნას ქლოროქვინისადმი პარაზიტის რეზისტენტობის შემრთხვევაში.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.