დაავადება, რომელსაც იწვევს პროტოზოა, ერთუჯრედიანი პარაზიტი Entamoeba histolytica, რაც გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში, სადაც სანიტარული მდგომარეობა არასახარბიელოა. ეს დაავადება ვრცელდება ფეკალურ-პერორალურად ანუ რაიმეს პირში ჩადებით, რასაც ქონდა შეხება E. histolytica -ს ცისტებით დაინფიცირებულ ფეკალურ მასასთან ან რაიმეს გადაყლაპვით, როგორიცაა E. histolytica -ს დაბინძურებული ცისტებით წყალი ან საკვები. ჩვეულებრივ სიმპტომები მსუბუქია და შესაძლებელია მოიცავდეს ფაღარათს, მუცლის ტკივილს და სპაზმური ტკივილებს მუცლის არეში. ამებური დიზენტერია ამებიაზის მძიმე ფორმაა, რომელსაც ახასიათებს მუცლის ტკივილი გაზების ხმიანობით, ფაღარათი ლორწონარევი განავლით და ცხელება. ზოგჯერ სისხლნარევი ფაღარათი, ხშირად მყრალი სუნით. იშვიათად, E. histolytica შეიჭრება ღვიძლში და წარმოქმნის აბსცესს. უფრო იშვიათად ის ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ფილტვები ან თავის ტვინი. საინკუბაციო პერიოდი არის 1 – 4 კვირა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.