| ქართ. | ბ ჰეპატიტის ზედაპირის ანტისხეული |
პოზიტიური (რეაქტიული) ტესტი ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია (იმუნურია) ჰეპატიტის B ვირუსის მიმართ. ეს დაცულობა შესაძლოა იყოს შედეგი ვაქცინაციის ან წარმატებით გადატანილი ინფექციის და მისგან გამოჯანმრთელების. ადამიანი იმუნურია, არ არის ინფიცირებული ვირუსით და შესაბამისად, არ შეუძლია გადასდოს ინფექცია სხვებს. შედარებისთვის იხილეთ HBsAg. ადაპტირებულია: https://www.hepb.org/prevention-and-diagnosis/diagnosis/hbv-blood-tests/
იხილეთ ასევე: HBsAg
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2020 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.