| ქართ. | პერნიციოზული ანემია (ავთვისებიანი ანემია) |
ვიტამინი B12-ის დეფიციტით გამოწვეული დაავადება. პერნიციოზულ ანემიას უკავშირდება ატროფიული გასტრიტი და ჰისტამინ-რეზისტენტული აქლორიდრია. ვიტამინი B12 თეძოს ნაწლავში არ შეიწოვება შინაგანი ფაქტორის გარეშე (კუჭის ლორწოვანის პარიეტალური უჯრედების სეკრეცია). იხ. მეგალობლასტური ანემია.
იხილეთ ასევე: მეგალობლასტური ანემია.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.