| ქართ. | ანტიგენური ცვალებადობა |
მუტაცია ანუ მიკროორგანიზმის, განსაკუთრებით ვირუსების, დნმ/რნმ-ს მოლეკულურ სტრუქტურაში უცაბედი ცვლილება, რაც წარმოშობს მიკროორგანიზმების ახალ შტამებს. მასპინძლებს, რომლებსაც ადრე ჰქონიათ შეხება სხვა შტამებთან, აქვთ მცირე ან საერთოდ არ აქვთ იმუნიტეტი. ანტიგენური ცვალებადობა ხსნის გრიპის A ვირუსის შტამების წარმოშობას, რომლებთანაც დაკავშირებულია ფართო ეპიდემიური და პანდემიური გავრცელება. ანტიგენური ცვალებადობა განაპირობებს მასპინძელი პოპულაციის მგრძნობელობას გრიპის ვირუსის ახალი შტამების მიმართ. იხ. ანტიგენური ცვალებადობა.
იხილეთ ასევე: ანტიგენური ცვალებადობა.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.