ქართ. | სამედიცინო ანთროპოლოგია |
კვლევა, თუ სხვადასხვა კულტურისა და სოციალური ჯგუფის ადამიანები როგორ ხსნიან ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზებს, მკურნალობის ტიპებს, ვის მიმართავენ, როდესაც ავად ხდებიან. ეს არის აგრეთვე კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება რწმენა და პრაქტიკა ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში, როგორც ჯანმრთელობის, ისე ავადმყოფობის დროს. ფოსტერი და ანდერსონი (1978) განმარტავენ, როგორც ბიოკულტურულ ინტერესს ადამიანის ქცევის როგორც ბიოლოგიურ, ისე სოციოკულტურულ ასპექტებთან და განსაკუთრებით იმ გზებთან ერთად, რომლებშიც ეს ორი გავლენას ახდენდა ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაზე კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე (Foster & Anderson 1978).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.