| ქართ. | ციმბირის წყლული, ჯილეხი |
ცხოველთა (ზოონოზური) დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია ბაცილლუს ანტჰრაცის. ამ ბაქტერიის სპორებს აქვთ უნარი გადარჩნენ გარემოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ადამიანებს ეს ინფექცია შესაძლებელია გადაედოთ დაინფიცირეული ცხოველებისგან ან დაბინძურებული ცხოველური პროდუქტებისგან. დაავადების შეძენა შესაძლებელია მოხდეს ხორცის დამუშავების, გატყავების ან დაინფიცირებული ქათმების დაჭრისას, ან ტყავის, მატყლის, თმის ან სხვა მასალის დამუშავებისას და გავრცელებულია იმადამიანებში, რომლებსაც მუშაობისას ამ მასალასთან აქვთ შეხება. ციმბირის წყლულის ბაქტერიით დაინფიცირება შესაძლებელია აგრეთვე უმი ან ნახევრადუმი ხორცის მიღების შედეგად, მაგრამ ეს შედარებით იშვიათია. კიდევ უფრო იშვიათია, მაგრამ ყველაზე მომაკვდინებელიც – სპორების ჩასუნთქვის შედეგად შეძენილი ციმბირის წყლული. როდესაც ჯილეხის სპორები ხვდება ორგანიზმში, სწრაფად იზრდება და წარმოქმნის ჯილეხის ტოქსინს – რომელიც კლავს იმუნური სისტემის უჯრედებს. ტოქსინი იმდენად მომაკვდინებელია, რომ მან შესაძლებელია ლეტალობა გამოიწვიოს ინფექციის კონტროლის ქვეშ აყვანის შემდეგაც. ჯილეხის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იძენს ადამიანი მას. ეს შესაძლებელია იყოს კანის, ნაწლავური და ინჰალაციური ჯილეხი. თუ ჯილეხის თითოეული ფორმის დიაგნოზს ადრეულ ეტაპზე დავსვამთ, მისი განკურნება შესაძლებელია შესაბამისი ანტიბიოტიკებით მკურნალობით. თუმცა ჯილეხის ზოგიერთი შტამი, რომლებიც შემუშავებულია ბიოლოგიური იარაღის სახით, შესაძლებელია რეზისტენტული იყოს მრავალი წამლის მიმართ. ჯილეხი დასახელებულ იქნა ბიოტერორიზმისთვის საუკეთესო მიკრობად. შეტევა ორიენტირებულია სამიზნეზე. ეს იმიტომ, რომ არ არის გადამდები, ავადდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც აქვს შეხება სპორებთან – ასე, რომ არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ბაქტერიების გამოყოფამ გამოიწვიოს ბუმერანგის ეფექტი და გაანადგუროს გაუთვალისწინებელი მსხვერპლი. ბიოტერორიზმის გავლენა ეკონომიკაზე საკმაოდ მაღალია $26.2 მილიარდი 100 000 ადამიანზე, რომლებსაც ჰქონდათ შეხება ჯილეხთან (Kaufrnann et al 1997). იხ. ბიოტერორიზმი.
იხილეთ ასევე: ბიოტერორიზმი.
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.