წყლის ბინადართა: თევზების, მოლუსკების, კიბოსნაირების და წყლის მცენარეების მოშენება. მოშენებაში იგულისხმება ზრდის პროცესში ჩარევა პროდუქციის გაზრდის მიზნით, როგორიცაა რეგულარული მომარაგება, კვება და მტაცებლებისგან დაცვა. მოშენება აგრეთვე გულისხმობს საკულტივაციო ოჯახის ინდივიდუალურ ან კორპორატიულ მფლობელობას. სტატისტიკური მიზნებისთვის, პიროვნების ან კორპორაციული ორგანიზაციის მიერ წყლის ორგანიზმების მოსავლის მიღება შეესაბამება აკვაკულტურას, ხოლო წყლის ორგანიზმები, რომელთა ექსპლუატაციაც ხდება საზოგადოების მიერ საერთო ქონების სახით შესაბამისი ლიცენზიით ან მის გარეშე, წარმოადგენს თევზის წარმოების მოსავალს (FAO 1997).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.