Gateway to collaborative glossaries in Georgian and multiple languages.

Absolute (Attributable, Excess) Risk

 
ქართ.აბსოლუტური (დამახასიათებელი, ჭარბი) რისკი
პოპულაციაში საკვლევ მოვლენაზე დაკვირვებით ან გამოთვლის შედეგად მიღებული ალბათობა განსხვავებით შედარებითი რისკისგან. მაშინაც კი, როცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სანდოდ გვეჩვენება, აბსოლუტური რისკის (და არა შედარებითი) სიდიდე საჭიროა იმის გასარკვევად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიღებული მონაცემი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის; სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მონაცემები შესაძლებელია კლინიკურად მნიშვნელოვანი არ იყოს. აბსოლუტური რისკები დამოკიდებულია შედარებითი რისკის რისკზეც და რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციის დაავადების ინციდენტობაზე. კოჰორტულ კვლევებში ექსპოზირების შესაბამისი აბსოლუტური რისკი შეიძლება გამოითვალოს პირდაპირ: რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფში დაავადების ინციდენტობის სიხშირე უნდა გამოვაკლოთ რისკის ქვეშ არმყოფი ჯგუფის დაავადების ინციდენტობის სიხშირეს. მაგ: თუ ვენური თრომბოზის ინციდენტობა ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, არის 100,000 ქალზე 15, ხოლო ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპტიულ მეთოდს, არის 100,000 ქალზე 5, მაშინ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი არის 100 000 ქალზე 10 (WHO-TRS 877,1998).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებათეულიუკუკავშირიავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 Innovative Systems Institute XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12