Dedicated to publishing of and collaboration on glossaries in various fields in Georgian and other languages.
:
A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Z
AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV AX AY An

Ascariasis

 
ქართ.ასკარიაზი
დაავადება, რომელსაც იწვევს ასკარის ლუმბრიცოიდესტ, რომელიც წვრილ ნაწლავებში ბინადრობს. ზრდასრული მდედრი ჭია 12 ინჩზე (30 სმ) მეტი სიგრძის იზრდება, მამრი კი უფრო მცირე ზომისაა. ასკარიაზი ყველაზე გავრცელებულია ადამიანებში მთელს მსოფლიოში, სადაც სისუფთავე და ჰიგიენური მდგომარეობა ცუდ მდგომარეობაშია. ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ზრდასრულები.  ადამიანების უმრავლესობას სიმპტომები არ აქვს. ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მუცლის ტკივილი. ზოგჯერ მოუმწიფებელი ჭიები მიგრირებენ ფილტვებისკენ და იწვევენ ხველას და სუნთქვის გართულებას. ჭიებით მძიმე დაინფიცირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაწლავების ობსტრუქცია. ასკარიდის კვერცხები მოიპოვება ნიადაგში. დაინფიცირება ხდება, როცა ადამიანი შემთხვევით მიიღებს (ჩაყლაპავს) ასკარიდის კვერცხს. როგორც კი მოხვდება კუჭში, კვერცხიდან ლარვები გამოდიან. ლარვები ფილტვის კაპილარებით მოხვდება ფილტვებში, შემდეგ ყელში, საიდანაც ხდება მათი ჩაყლაპვა. ამის შემდეგ ისინი აღწევენ ნაწლავებს, სადაც იზრდება ზრდასრული ჭია. ზრდასრული მდედრი ჭიები დებენ კვერცხებს, რომლებიც ფეკალურ მასებთან ერთად გამოიყოფა: ამ ციკლის გავლას დაახლოებით 2-3 თვე ესაჭიროება. იშვიათად, ასკარიდა დაინფიცირებული ღორიდან შესაძლებელია მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში; ასკარიდებით დაინფიცირების მკურნალოობას, ჩვეულებრივ, ესაჭიროება 1-3 დღე, ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დანიშნული პრეპარატებით. ზოგადად ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მოწესრიგება ეფექტურ პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს (Sarinas & Chitkara 1997).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.
მთავარ გვერდზე ISI Glossary პორტალის შესახებ • ათეული • უკუკავშირი • ავტორიზაცია გვერდის დასაწყისი
© 2008 ISI XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.12